შეცდომად მიმაჩნია, რომ ნატოს 32 ქვეყნიდან 31-ს რუსეთის დამარცხება სურს, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
ორბანის თქმით, უკრაინის გამარჯვება აუცილებელი არ არის, თუმცა ნატო მაინც აგრძელებს ომს, სანამ უნგრეთი მშვიდობის მხარესაა.
„უნგრეთის პოზიციაა, რომ ეს შეცდომაა. თუნდაც ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მარტო დავრჩით 32-ს შორის. უკრაინის გამარჯვება აუცილებელი არ არის, თუმცა ნატო მაინც აგრძელებს ომს, სანამ უნგრეთი მშვიდობის მხარესაა“, - განაცხადა ორბანმა.
მისივე განცხადებით, „არ სურს უნგრეთის ერთი კვადრატული ინჩი მაინც გახდეს რუსეთის სამხედრო სამიზნე“.
ინტერვიუში პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მისი მთავრობა უკრაინაში ნატოს მისიას არ დააბრკოლებს, მაგრამ არც მონაწილეობას მიიღებს მასში.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press