ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, მათ შორის ამ დისკუსიაზეც ყველა ვთანხმდებით, რომ ამ არჩევნებზე წყდება ჩვენი ქვეყნის ბედი. ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ საქართველოს უნივერსიტეტში გამართულ პანელურ დისკუზიაზე განაცხადა.
როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია ცნობილია საზოგადოებისთვის, პარტიისთვის გამარჯვების უტყუარი ფორმულა პროევროპული ძალების გაერთიანებაში მდგომარეობს.
"ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, მათ შორის ამ დისკუსიაზეც ყველა ვთანხმდებით, რომ ამ არჩევნებზე წყდება ჩვენი ქვეყნის ბედი და ჩვენი ევროპული არჩევანი არის გადასარჩენი. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია ცნობილია საზოგადოებისთვის, ჩვენ მიგვაჩნია, რომ გამარჯვების უტყუარი ფორმულა მდგომარეობს პროდასავლური, დემოკრატიული, პროევროპული ძალების გაერთიანებაში და ამიტომ როგორც ყველაზე მძლავრი ოპოზიციური პარტია, ჩვენ ძალიან მოწადინებული ვართ, რომ ეს ერთობა შედგეს. იცით, რომ ჯერ კიდევ მიმდინარეობს დისკუსიები ამ თემაზე და მე იმედი მაქვს, რომ საბოლოო ჯამში სწორედ ამ გამარჯვების გზას აირჩევენ სხვა ოპოზიციური პარტიებიც, რომლებსაც დღეს შეიძლება გარკვეული სკეპტიკური დამოკიდებულებები ჰქონდეთ", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press