Foto

ოსტინი - მოვუწოდებთ პუტინს, გაიყვანოს სამხედროები უკრაინის სუვერენული ტერიტორიებიდან

აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი რუსეთის პრეზიდენტის სამშვიდობო ინიციატივას გამოეხმაურა.

როგორც ლოიდ ოსტინმა განაცხადა, პუტინი არ იმყოფება იმ მდგომარეობაში, რომ უკარნახოს უკრაინას, რა გააკეთოს მშვიდობის დასამყარებლად.

„ჩვენ არ გვსურს ასეთი ქმედების ნახვა. ჩვენ არ გვინდა, ვხედავდეთ, რომელიღაც ქვეყნის ლიდერს როგორ სურს საზღვრების გადმოწევა და მეზობელი ქვეყნის ტერიტორიების ანექსია“, - განაცხადა ლოიდ ოსტინმა.