კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ უკრაინის დახმარების ახალი პაკეტის შესახებ განაცხადა.
როგორც უკრაინული მედია იტყობინება, ტრუდომ შვეიცარიაში, უკრაინის მშვიდობის სამიტზე თქვა, რომ საომარ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის მხარდასაჭერი ღონისძიებების პაკეტის ღირებულება 52,4 მილიონი კანადური დოლარი - დაახლოებით, 38,1 მილიონი აშშ დოლარი იქნება.
აღნიშნული დახმარების პაკეტიდან 15 მილიონი კანადური დოლარი (10,9 მილიონი აშშ დოლარი) უკრაინაში დაბრუნებული დევნილი ბავშვების რეინტეგრაციას, ომის დანაშაულის მსხვერპლთათვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას, სამხედრო ტყვეების მხარდაჭერას და ა.შ. მოხმარდება.
20 მილიონი კანადური დოლარი (14,5 მილიონი აშშ დოლარი) დაზიანებული ენერგეტიკული აღჭურვილობისა და ინფრასტრუქტურის შესაცვლელად დაიხარჯება.
15,4 მილიონი კანადური დოლარი (11,2 მილიონი აშშ დოლარი) გათვალისწინებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდასაჭერად, რათა დაეხმაროს უკრაინას საჭირო ტექნიკური დახმარების შეძენასა და ტრენინგებში.
გარდა ამისა, კანადის მთავრობა ასევე განახორციელებს 2 მილიონი კანადური დოლარის (1,5 მილიონი აშშ დოლარი) ინვესტიციას უკრაინაში ბირთვული ობიექტების უსაფრთხო ოპერაციების მხარდასაჭერად, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მეშვეობით.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press