Foto

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ომის კაბინეტი დაითხოვა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ომის კაბინეტი დაითხოვა. ამის შესახებ ინფორმაციას Times of Israel-ი პრემიერის ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს.

ნეთანიაჰუს ოფისში განმარტავენ, რომ ომის კაბინეტის შექმნა პარტია „ეროვნული ერთიანობის“ თავმჯდომარის, ბენი განცის კოალიციური შეთანხმების ძირითადი მოთხოვნა იყო.

ამასთან, პრემიერის ოფისში აღნიშნავენ, რომ ახლა, როდესაც საგანგებო ერთიანობის მთავრობა აღარ არის, ომის კაბინეტის არსებობა, რომელიც ამ შეთანხმების ფარგლებში შეიქმნა, აქტუალური აღარაა.

შეგახსენებთ, ომის კაბინეტი ისრაელზე 11 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ, „ჰამასისა“ და „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ ისრაელის კამპანიის მართვისთვის შეიქმნა.

ომის კაბინეტის შექმნა იყო პარტია „ეროვნული ერთიანობის“ თავმჯდომარის, ბენი განცის კოალიციური შეთანხმების ძირითადი მოთხოვნა, ხოლო თავად განცმა კოალიცია გასულ კვირას დატოვა.