უკრაინის დახმარებას თუ არ გავაგრძელებთ, გაჩნდება საფრთხე, რომ პუტინის ჯარები პოლონეთთან საზღვარზე აღმოჩნდნენ, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა გამოცემა Süddeutsche Zeitung-თან ინტერვიუში განაცხადა.
როგორც ბერბოკმა აღნიშნა, დამარცხებას საბედისწერო შედეგები ექნება თავისუფალი უკრაინისთვისა და თავისუფალი ევროპისთვისაც, ამიტომ საჭიროა უკრაინის დახმარების გაფართოება.
„რთული დასათვლელია, რამდენის გადახდა დაგვჭირდება, თუ ჩვენ თავად მოგვიწევს ჩვენი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დაცვა. უკრაინის მხარდაჭერა საშუალებას გვაძლევს, ომი ჩვენგან შორს შევაკავოთ“, - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press