ივანიშვილის ხელისუფლება მორიგ ჯერზე ავრცელებს დეზინფორმაციას მაშინ, როდესაც ევროკავშირის ათჯერ უფრო მეტი დახმარება ხმარდება სწორედ სახელმწიფო უწყებებს, ხოლო არასამთავრობო სექტორს მხოლოდ მცირე ნაწილი იმისთვის, რომ ემსახურონ ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, არასამთავრობო სექტორი აღნიშნული დაფინანსებით საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს ემსახურება.
„ჩვენ ვხედავთ, რომ ივანიშვილის ხელისუფლება მორიგ ჯერზე ავრცელებს დეზინფორმაციას და ტყუილს მაშინ, როდესაც ევროკავშირის, ისე აშშ-ის დახმარების დიდი ნაწილი, ათჯერ უფრო მეტი ხმარდება სწორედ სახელმწიფო უწყებებს, მათ შორის სამინისტროებს და სხვა უწყებებს, ხოლო არასამთავრობო სექტორს მხოლოდ მცირე ნაწილი იმისთვის ისევ, რომ ემსახურონ საქართველოს მოქალაქეების ინტერესს, დაიცვან შშმ პირების, ძალადობის მსხვერპლი ქალების ინტერესები და ემსახურონ ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს, რომლებიც ივანიშვილის ხელისუფლებას ყოველთვის ავიწყდება“,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
ამ ტიპის ბევრი რეზოლუცია გვინახავს, ამ რეზოლუცი...
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა...
ვღელავ საქართველოში ოპოზიციონერი ლიდერების ...
პოლონეთის საელჩო თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, ...
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ...
Mana press