Foto

ალექსეი გონჩარენკოს რუსულმა სასამართლომ დაუსწრებლად 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატ ალექსეი გონჩარენკოს, რუსეთის მე-2 დასავლეთ ოლქის სამხედრო სასამართლომ, დაუსწრებლად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ის რუსულენოვანი ბიურო სასამართლოს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათი ცნობით, გონჩარენკო რუსულმა სასამართლომ "დამნაშავედ" ცნო პოლიტიკური სიძულვილის საფუძველზე "სამხედრო ფეიქების" გავრცელებაში (სისხლის სამართლის კოდექსის 207.3 მუხლის მე-2 ნაწილი), ტერორიზმის გამართლებაში (სისხლის სამართლის კოდექსის 205.2 მუხლის მე-2 ნაწილი) და სიძულვილის წაქეზებაში ძალადობის მუქარით (სისხლის სამართლის კოდექსის 282-ე მუხლის მე-2 ნაწილი).

კონკრეტულად რა გახდა უკრაინელი დეპუტატის სისხლისსამართლებრივი დევნის მიზეზი, უცნობია.