Foto

სემეკი - წყალმომარაგების პრობლემის აღმოფხვრამდე, ელექტროენერგიისა და გაზის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოები შეჩერდა

თბილისში არსებული წყალმომარაგების პრობლემის აღმოფხვრამდე, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება შეჩერებულია,- ამის შესახებ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

სემეკის ცნობით, გეგმური გათიშვების შეჩერებასთან დაკავშირებით აბონენტები კომუნალური კომპანიებისგან შეტყობინებებს დამატებით მიიღებენ.

"გეგმური სამუშაოები განახლდება შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ წყალმომარაგების სრულად აღდგენის შემდეგ. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ან პრობლემის დასაფიქსირებლად, მოქალაქეებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას შემდეგ ნომერზე: 16 216", - ნათქვამია განცხადებაში