Foto

ემანუელ მაკრონი - ეროვნული ასამბლეის დაშლის გარეშე ქაოსი იქნებოდა

ეროვნული ასამბლეის დაშლის გარეშე ქაოსი იქნებოდა. გადაწყვეტილება, რომელიც მივიღე, იყო ყველაზე რთული, მაგრამ საპასუხისმგებლო,- ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.

მისი თქმით, „ჩუმი უმრავლესობა პოლიტიკური ექსტრემისტების არეულობას ეწინააღმდეგება“.

”დაშლის გარეშე, ქაოსი იქნებოდა. გადაწყვეტილება, რომელიც მე მივიღე, იყო ყველაზე რთული, ყველაზე სერიოზული, მაგრამ ყველაზე საპასუხისმგებლო. ამომრჩეველთა ჩუმი უმრავლესობა პოლიტიკური ექსტრემისტების არეულობას ეწინააღმდეგება“,- განაცხადა მაკრონმა.

ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტის არჩევნებში ემანუელ მაკრონის პარტიამ მეორე ადგილი დაიკავა, საფრანგეთის პრეზიდენტმა ეროვნული ასამბლეა დაშალა და რიგგარეშე არჩევნები 30 ივნისს დანიშნა.