საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობები გაუარესებულია,- ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
როგორც ჰერჩინსკიმ მედიის წარმომადგენლებს უთხრა, საქართველოს EU-ში გაწევრიანება "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონმა "გაყინა".
"საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობები გაუარესებულია, სამწუხაროდ, სწორედ ამ კანონის გამო. ევროკავშირი შემდეგ კვირებში იმსჯელებს საქართველოს საკითხებზე და გადაეგზავნებათ შედეგები მინისტრებსა და მთავრობის წარმომადგენლებს. სამწუხაროდ, ამ კანონმა შეაჩერა საქართველოს წინსვლა. ახლა უნდა იმსჯელონ, რა არის საქართველოსთვის კარგი და ისე მიიღონ გადაწყვეტილებები, რადგან ამ კანონმა გაყინა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება",- განაცხადა ჰერჩინსკიმ.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press