Foto

ჩრდილოეთ კორეასა და რუსეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა

ჩრდილოეთ კორეასა და რუსეთის ფედერაციას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

როგორც BBC წერს, რუსეთის პრეზიდენტმამ ვლადიმერ პუტინმა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა დოკუმენტს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ხელი ფხენიანში მოაწერეს.

პუტინის თქმით, დოკუმენტი რომელიმე ხელმომწერის მიმართ აგრესიის შემთხვევაში სამხედრო დახმარებასაც ითვალისწინებს.