Foto

ზახაროვა - რუსეთში დასავლური აქტივების ნაწილი, შესაძლოა, დასავლეთის წინააღმდეგ საპასუხო ზომის სახით იყოს გამოყენებული

ჩვენს ქვეყანაში დასავლური აქტივები და ქონებაა, რომელიც რუსეთის იურისდიქციის ქვეშ იმყოფება, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

ზახაროვას თქმით, რუსეთის ტერიტორიაზე დასავლური აქტივების და ქონების მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც, შესაძლოა, საპასუხო ზომად იყოს გამოყენებული იმ შემთხვევაში, თუ დასავლეთი რუსულ აქტივებს გამოიყენებს.

„ჩვენს ქვეყანაში დასავლური აქტივები და ქონებაა, რომელიც რუსეთის იურისდიქციის ქვეშ იმყოფება. ეს ყველაფერი, შესაძლოა, დაექვემდებაროს რუსეთის საპასუხო პოლიტიკას და საპასუხო ქმედებებს. რა თქმა უნდა, არავინ გაგიმხელთ ამ საპასუხო ქმედებების დეტალებს. მაგრამ პოლიტიკური და ეკონომიკური კონტრზომების არსენალი ფართოა“, - განუცხადა ზახაროვამ ჟურნალისტებს.