"გავრილოვის ღამით" დაიწყო "ქართული ოცნების" ნიღბის ჩამოხსნა,- ამის შესახებ "ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.
ხაზარაძის თქმით, 26 ოქტომბერს, ქართველმა ხალხმა საქართველოში "საბჭოთა მმართველობა" უნდა დაასრულოს.
"გავრილოვის ღამით" დაიწყო "ქართული ოცნების" ნიღბის ჩამოხსნა. პირველად აქ გამოვლინდა მისი რუსული შინაგანი არსი და სახე, ქართული სიტყვის უკან დამალული რუსული მენტალობა. ამას მოჰყვა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტის - ანაკლიის მშენებლობის ჩაშლა, გაყალბებული არჩევნები, რუსული კანონი და ყველა დასავლელ პარტნიორთან ურთიერთობის უკიდურესად დაძაბვა. 20 ივნისს მოხდა რუსული მთავრობის სრული ლუსტრაცია. 26 ოქტომბერს, ქართველმა ხალხმა უნდა დაასრულოს საბჭოთა მმართველობა საქართველოში!" - წერს ხაზარაძე "ფეისბუქის" გვერდზე.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press