როგორ ჩანს, ივანიშვილი ოხანაშვილს უფასებს რუსულ კანონთან დაკავშირებულ "გმირობას" და შესაძლებელია, მისი კანდიდატურა განიხილებოდეს გენერალური პროკურორის თანამდებობაზე,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მორაობის" წარმომადგენელმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.
ბეჟაშვილის თქმით, პარლამენტის მიერ რამე თანამდებობაზე გადაწყვეტილების მიღება არალეგიტიმური იქნება, რადგან პარლამენტის უფლებამოსილების შეწყვეტამდე რამდენიმე თვეა დარჩენილი.
"როგორ ჩანს, ოხანაშვილს ივანიშვილი უფასებს რუსულ კანონთან დაკავშირებულ "გმირობას“ და შესაძლებელია, მისი კანდიდატურა განიხილებოდეს გენერალური პროკურორის თანამდებობაზე.
უნდა ითქვას, რომ ამ პარლამენტის მიერ რამე თანამდებობაზე გადაწყვეტილების მიღება იმთავითვე არალეგიტიმური იქნება, რადგან პარლამენტის უფლებამოსილების შეწყვეტამდე დარჩენილია რამდენიმე თვე. ამიტომ, ეს გადაწყვეტილებები, მათ შორის უზენაეს სასამართლოზე, გენერალურ პროკურორზე და სხვა მნიშვნელოვან პოზიციებზე, უნდა მიიღოს ახალი ლეგიტიმაციით, ახალმა პარლამენტმა. სხვა შემთხვევაში, ადგილი ექნება ხელისუფლების უზურპაციას",- ამბობს ბეჟაშვილი.
შეგახსენებთ, საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც აღნიშნული თანამდებობა 23 მაისს ირაკლი შოთაძემ დატოვა.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press