ლიბანური დაჯგუფება „ჰეზბოლას“ ლიდერი ჰასან ნასრალა კვიპროსს დაემუქრა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
ნასრალას განცხადებით, ისრაელსა და ლიბანს შორის ომი თუ გაჩაღდება და კვიპროსი აეროპორტებსა და ბაზებს შესთავაზებს ისრაელის ძალებს, მაშინ „ის ამ ომის ნაწილი გახდება“.
„მტერმა იცის, რომ არ არსებობს თავის ქვეყანაში უსაფრთხო ადგილი, სადაც ჩვენი რაკეტებისგან დაცული იქნებიან, ყველაფერი გამიზნულად იქნება სამიზნეში ამოღებული“, - განაცხადა ნასრალამ თავის გამოსვლაში, სადაც მან ისრაელი გააფრთხილა.
როგორც მედია წერს, ნასრალას მუქარის საპასუხოდ, კვიპროსის პრეზიდენტმა, ნიკოს ქრისტოდულიდესმა თქვა, რომ კუნძული „არანაირად არ არის ჩართული კონფლიქტებში“.
„კვიპროსის რესპუბლიკა პრობლემის ნაწილი არ არის. ის გამოსავლის ნაწილია. ჩვენი როლია ჰუმანიტარული დერეფნის მოწყობა, რომელიც აღიარებულია არა მხოლოდ არაბული სამყაროს, არამედ საერთაშორისო საზოგადოების მიერაც“, - განაცხადა კვიპროსის პრეზიდენტმა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press