Foto

მაია სანდუ - ხელი მოვაწერე განკარგულებას მოლდოვის EU-ში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებაზე

მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ აცხადებს, რომ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას გულისხმობს.

როგორც სანდუ სოციალურ ქსელში წერს, მოლაპარაკებები ლუქსემბურგში მომავალ კვირას გაიხსნება.

"დღეს ხელი მოვაწერე განკარგულებას მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებაზე. EU-ის წევრობა ჩვენი გზაა მშვიდობის, კეთილდღეობისა და ყველა მოქალაქისთვის უკეთესი ცხოვრებისკენ. წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს დელეგაციას, რადგან ისინი ოფიციალურად დაიწყებენ მოლაპარაკებებს ლუქსემბურგში მომავალ კვირას",- წერს სანდუ X-ზე.