დღეს, ევროკავშირის 27-მა წევრმა ქვეყანამ დაამტკიცა მოლაპარაკებების ჩარჩო, რომელიც აუცილებელია უკრაინასთან, ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
ზელენსკის განცხადებით, ასევე დამტკიცდა მოლდოვის მოლაპარაკებების ჩარჩო.
"დღეს ევროკავშირის 27-მა წევრმა ქვეყანამ დაამტკიცა მოლაპარაკებების ჩარჩო, რომელიც აუცილებელია უკრაინასთან, ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად...
ჩვენ მოუთმენლად ველით მომავალ კვირას, 25 ივნისს, როდესაც უკრაინა და ევროკავშირი თავიანთ პირველ სამთავრობათაშორისო კონფერენციას გამართავენ, რაც ფაქტობრივად, მოლაპარაკებების პროცესს გახსნის.
მოლდოვის მოლაპარაკებების ჩარჩო ასევე დამტკიცდა. ჩვენ ვულოცავთ ჩვენს მოლდოველ მეგობრებს ამ მნიშვნელოვან ნაბიჯს ჩვენი საერთო ევროპული მომავლისკენ. ჩვენ ერთად გავაძლიერებთ ევროკავშირს.
მადლობელი ვარ მთელი ჩვენი გუნდის - მათი, ვინც ბევრი იშრომა ამ ისტორიული ნაბიჯის რეალობად ქცევისთვის. მილიონობით უკრაინელის და მართლაც, ჩვენი ხალხის თაობა ახორციელებს თავის ევროპულ ოცნებას. უკრაინა ბრუნდება ევროპაში, რასაც საუკუნეების მანძილზე ეკუთვნოდა, როგორც ევროპული საზოგადოების სრულუფლებიანი წევრი",- წერს ზელენსკი X-ზე.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press