Foto

ძლიერი წვიმის შედეგად, წალენჯიხის ქუჩები დაიტბორა

ძლიერი წვიმის შედეგად, წალენჯიხის ქუჩები დაიტბორა. ამის შესახებ ინფორმაციას წალენჯიხის მერის მოადგილე თამარ ბელქანია სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" ავრცელებს.

როგორც ბელქანია წერს, ადგილზე მერის წარმომადგენლები და შესაბამისი სამსახურები მუშაობენ და მოსახლეობას დენი შეზღუდვით მიეწოდება.

"სტიქია წალენჯიხაში. კოკისპირულმა წვიმამ ქ წალენჯიხა დატბორა.

განსაკუთრებით ცენტრალური უბნები. ქალაქის შემოგარენში. შიდა საუბნო გზები სერიოზულად დააზიანა. მიმდინარეობს სტიქიის შედეგების დადგენა. 

ადგილზე მერის წარმომადგენლები და შესაბამისი სამსახურები მუშაობენ. დენის მიწოდება შეზღუდვითაა, შესაბამისად ინტერნეტი შეფერხებით მუშაობს", - წერს ბელქანია.