თბილისში ნაცემი ახალგაზრდა კაცი კლინიკაში გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარ ფაქტზე 3 პირია დაკავებული და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
მოქალაქე ანა კომლაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ახალგაზრდას ე.წ. უბნის მაყურებლებმა სცემეს, შემთხვევა კი ერთი კვირის წინ მოხდა.
"უმძიმესი დღე დაგვიდგა. უმძიმესი კვირა გავიარეთ. ჩემი შვილების მეგობარი მოგვიკლეს ქუჩაში ავაზაკებმა. ცემით მოკლეს!!!
ჩვენ უბნის მაყურებლები ვართო უთხრეს ნაძირალებმა. ჩვენ ბიჭს უთქვამს რაღა დროს უბნის მაყურებლებიაო და ცემით მოკლეს.
ერთი კვირა ებრძოდა სიკვდილს. ერთი კვირის თავზე დაგვეღუპა ჩვენი ბიჭი ღმერთოოო... როგორ გავუძლოო როგორ", - წერს მოქალაქე ანა კომლაძე.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press