Foto

საბერძნეთის სამხრეთ ნაწილში ტყის ხანძარია, მეხანძრეები ცეცხლის 45-ზე მეტ კერას ებრძვიან - არის მსხვერპლი

საბერძნეთის სამხრეთ ნაწილში ტყის ხანძარია, მეხანძრეები ცეცხლის 45-ზე მეტ კერას ებრძვიან. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი სახანძრო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც მედია წერს, 55 წლის მამაკაცი პელოპონესის ნახევარკუნძულზე დაშავდა და საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

ამ დროისთვის, ხანძრის ჩაქრობის ოპერაციაში ჩართულია 120 მეხანძრე და ათობით ერთეული ტექნიკა.