Foto

რუსეთის ძალებმა უკრაინის სამხრეთ და დასავლეთ რეგიონებში ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა დაბომბეს - არიან დაშავებულები

გასულ ღამეს რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინის სამხრეთ და დასავლეთ რეგიონებში ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე იერიში მიიტანეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ენერგეტიკის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, დაბომბვის შედეგად, ერთ-ერთ ობიექტზე ორი ენერგეტიკოსი დაშავდა. 

"გენერატორებზე დატვირთვის შემცირების მიზნით აღმოსავლეთ რეგიონებში ელექტროგადამცემი ხაზები გავთიშეთ", - აცხადებენ ენერგეტიკის სამინისტროში.