Foto

საქართველოში, „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ წერილის წერის საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებული წერილის ავტორი გამოვლინდა

2024 წლის 23 ივნისს, საქართველოში, „მსოფლიო საფოსტო კავშირის“(Universal Postal Union) წერილის წერის საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებული წერილის ავტორი გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ფოსტა“ ავრცელებს.

მათი ცნობით, „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ (Universal Postal Union) წერილის წერის საერთაშორისო კონკურსი „საქართველოს ფოსტის“ ორგანიზებითა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ასევე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გაერთიანებული საფოსტო კავშირის მხარდაჭერით მიმდინარე წელს მეთერთმეტედ გაიმართა.

„2024 წლის საკონკურსო თემა გახლდათ „მისწერე წერილი მომავალ თაობებს სამყაროზე, რომელსაც იმედი გაქვს, ისინი მემკვიდრეობით მიიღებენ“ („Write a letter to future generations about the world you hope they inherit“. კონკურსის მიზანია, თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში, წერილის წერის ტრადიციის პოპულარიზაცია.

ღონისძიებაზე, ჟიურის მიერ გამოვლინდა საუკეთესო სამეული, ასევე, „საქართველოს ფოსტის“ რჩეული, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს რჩეული წერილების ავტორები. გაერთიანებული საფოსტო კავშირის რჩეული. ესენი არიან:

  • პირველი ადგილი - თორნიკე მამისაშვილი
  • მეორე ადგილი - ანასტასია ხვიბლიანი
  • მესამე ადგილი - ანასტასია ჯინჭარაძე
  • „საქათველოს ფოსტის" რჩეული - დემეტრე საღრიშვილი
  • საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს რჩეული - თამთა კარანაძე
  • საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს რჩეული - ელენე დევაძე
  • „გაერთიანებული საფოსტო კავშირის" რჩეული - ზურა თოდუა

მნიშვნელოვანია, რომ პირველი ადგილის მფლობელი წერილი გაიგზავნება „მსოფლიო საფოსტო კავშირში“ და ჩაერთვება საერთაშორისო საკონკურსო პროგრამაში. შედეგად, „მსოფლიო საფოსტო კავშირის” საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებული ავტორის/ქვეყნის  დაჯილდოების ცერემონია  გაიმართება 2023 წლის  9 ოქტომბერს, ფოსტის საერთაშორისო დღეს, „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ ცენტრალურ ოფისში (ბერნი - შვეიცარია).

წერილის წერის საერთაშორისო კონკურსს საფუძველი ჩაეყარა 1971 წელს „მსოფლიო საფოსტო კავშირის" ტოკიოს კონგრესზე. „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ წევრი 192 ქვეყანაში, ეროვნული ოპერატორები მართავენ კონკურსს. ყოველწლიურად, მსოფლიო მასშტაბით, კონკურსში მილიონობით მოზარდი მონაწილეობს. სხვადასხვა ქვეყნებში გამოვლენილი გამარჯვებულები, საერთაშორისო მასშტაბით განაგრძობენ შეჯიბრს. შედეგად, „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ ჟიური გამოავლენს გამარჯვებულ ქვეყანას.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს, საქართველოს მასშტაბით, კონკურსში მონაწილეობა მიიღო 600 - მდე მოზარდმა. სიგელებითა და საჩუქრებით დაჯილდოვდა ყველა მონაწილე",- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.