Foto

საქართველოზე შესაძლო ზომების სიაში ნახსენები არაა ევროინტეგრაციის შეჩერება, რომელიც აუცილებლად უნდა იქნას განხილული - ლანდსბერგისი

საქართველოსთან დაკავშირებით შესაძლო ზომების სია იქნება წარმოდგენილი,- ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალის დაწყებამდე განაცხადა.

როგორც ლანდსბერგისმა მედიის წარმომადგენლებს უთხრა, აღნიშნულ სიაში ნახსენები არ არის ევროინტეგრაციის შეჩერება, რომელიც "აუცილებლად უნდა იქნას განხილული".

"კარგია, რომ საქართველოსთან დაკავშირებით შესაძლო ზომების სია იქნება წარმოდგენილი. სამწუხაროდ, მასში არ არის ნახსენები საქართველოს ევროინტეგრაციის შეჩერება, რომელიც ჩემი აზრით, აუცილებლად უნდა იქნას განხილული",- აცხადებს ლანდსბერგისი. 

ცნობისთვის, დღეს, 24 ივნისს ლუქსემბურგში ევროპის საბჭოს საგარეო საქმეთა მინისტერიალი იმართება, რომელზეც საქართველოსთან დაკავშირებითაც იმსჯელებენ.