Foto

რუსეთში სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის შენობას ცეცხლი გაუჩნდა - არის მსხვერპლი

რუსეთის ქალაქ ფრიაზინოში კვლევითი ინსტიტუტის "პლატანის" შენობას ცეცხლი გაუჩნდა, გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარის შედეგად სულ მცირე 8 ადამიანია დაღუპული. აღნიშნულ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით , ხანძარი 5-8 სართულს შეეხო და მას სირთულის მესამე ხარისხი მიენიჭა. მაღალი ტემპერატურისა და ხშირი კვამლის გამო კი, ხანძრის ლოკალიზება დიდი ხნის განმავლობაში ვერ მოხერხდა.

ხანძრის ჩაქრობაში 100-ზე მეტი მეხანძრე და 40 ტექნიკა, მათ შორის ორი სახანძრო ვერტმფრენი იყო ჩართული.