Foto

ზელენსკი - დღეს არის ისტორიული დღე - ჩვენი ევროკავშირში გაწევრიანება იწყება

დღეს არის ისტორიული დღე, როდესაც ჩვენ გადავდივართ რეალურ მოლაპარაკებებზე ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" წერს.

ზელენსკი მადლობას უხდის პარტნიორებს და ყველას, ვინც უკრაინისა და მისი ევროპული გზისთვის იბრძვის.

"დღეს არის ისტორიული დღე, როდესაც ჩვენ გადავდივართ რეალურ მოლაპარაკებებზე ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებასთან დაკავშირებით. 2022 წლის 28 თებერვალს, სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებიდან რამდენიმე დღეში, ჩვენ ხელი მოვაწერეთ შესვლის განაცხადა.

თითქმის ორი წლის წინ, 2022 წლის ივნისში, ჩვენ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი  და გასულ წლის დეკემბერში მივიღეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება მოლაპარაკებების შესახებ.

მაგრამ სწორედ დღეიდან იწყება ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანება", - წერს ზელენსკი.