ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე უკრაინისა და მოლდოვის მხარდასაჭერად დანია 21 მლნ დოლარზე მეტს გამოყოფს. ამის შესახებ ინფორმაციას დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
როგორც დანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, ლარს ლოკე რასმუსენმა აღნიშნა, უკრაინასა და მოლდოვას თანხები 2030 წლამდე გამოეყოფა.
"ევროკავშირის წარმატებულ გაფართოებას ევროპის სტაბილურობისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ეს ყველა ჩვენგანის უსაფრთხოებას აძლიერებს, როდესაც ევროკავშირის მეზობელი ქვეყნები თავიანთ ევროპულ ფესვებს ამაგრებენ და მიიწევენ მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის შესაძლებლობებისკენ, რომლებსაც ევროკავშირი წარმოადგენს", - განაცხადა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლარს ლოკე რასმუსენმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press