Foto

ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე უკრაინისა და მოლდოვის მხარდასაჭერად დანია 21 მლნ დოლარზე მეტს გამოყოფს

ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე უკრაინისა და მოლდოვის მხარდასაჭერად დანია 21 მლნ დოლარზე მეტს გამოყოფს. ამის შესახებ ინფორმაციას დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

როგორც დანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, ლარს ლოკე რასმუსენმა აღნიშნა, უკრაინასა და მოლდოვას თანხები 2030 წლამდე გამოეყოფა.

"ევროკავშირის წარმატებულ გაფართოებას ევროპის სტაბილურობისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ეს ყველა ჩვენგანის უსაფრთხოებას აძლიერებს, როდესაც ევროკავშირის მეზობელი ქვეყნები თავიანთ ევროპულ ფესვებს ამაგრებენ და მიიწევენ მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის შესაძლებლობებისკენ, რომლებსაც ევროკავშირი წარმოადგენს", - განაცხადა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლარს ლოკე რასმუსენმა.