უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დონეცკის ოლქში, ფრონტის ხაზზე ჩავიდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ზელენსკიმ, რომელიც ოლქში გენერალური შტაბის ხელმძღვანელ ალექსანდრ სირსკისთან ერთად იმყოფებოდა, ქალაქ პოკროვსკიდან სპეციალური ვიდეომიმართვა გაავრცელა.
როგორც სახელმწიფოს მეთაური ვიდეომიმართვაში აცხადებს, უკრაინელ ჯარისკაცებს გაერთიანებული ძალების ახალი მეთაური, გენერალი ანდრიი გნატოვი პირადად წარუდგინა.
"გამიხარდა, რომ პირადად ვნახე და მადლობა გადავუხადე ჩვენს 110-ე და 47-ე ბრიგადებს, გმირ ბიჭებს. მადლობა გადავუხადე ჩვენს მედიკოსებს, კაცებსა და ქალებს, რომლებიც ყველაზე მნიშვნელოვან საქმეს ასრულებენ...
ცალკე საუბარი მექნება კიევში ოფიციალურ პირებთან, რომლებიც უნდა იყვნენ აქ და სხვა რეგიონებში, ფრონტის ხაზთან ახლოს... გაკვირვებული ვიყავი, როდესაც გავიგე, რომ ზოგიერთი შესაბამისი თანამდებობის პირი აქ უკვე 6 თვეა არ ყოფილა. სერიოზულ საუბარი მექნება და მათთან დაკავშირებით შესაბამის დასკვნებს გავაკეთებ",- ამბობს ზელენსკი ვიდეომიმართვაში.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press