ეს ხელისუფლება აუცილებლად შეიცვლება, რადგან საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა ერთმნიშვნელოვნად ჩამოყალიბებულია ამაზე,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
ბოკუჩავა თქმით, "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, "დაიმორჩილოს ცენტრალური საარჩევნო კომისია, რომელსაც უარყოფითად ეხმიანებიან ისეთი ინსტიტუციებით, როგორიც არის ვენეციის კომისია".
"ივანიშვილის მცდელობა, პოლიტიკურ ვერტიკალში დაიმორჩილოს ცენტრალური საარჩევნო კომისია და საარჩევნო ადმინისტრაციები, არის უსუსური მცდელობა იმის, რომ შეცვალოს საბოლოო საარჩევნო შედეგი, რაც ვერ შეიცვლება იმდენად ერთმნიშვნელოვნად ჩამოყალიბებულია საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა, რომ ეს ხელისუფლება უნდა შეიცვალოს.
ეს აუცილებლად მოხდება ნებისმიერი მცდელობის მიუხედავად, რომელსაც ახლა ვხედავთ, ივანიშვილი ახორციელებს საკანონმდებლო ცვლილებების გამოყენებით, რომელსაც უარყოფითად ეხმიანებიან ისეთი ინსტიტუციებით, როგორიც არის ვენეციის კომისია",- ამბობს ბოკუჩავა.
ქუთაისში ჟურნალისტებმა მედიააქცია გამართეს. ...
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლარს ლოკე რასმუ...
ევროპა გაიღვიძე! - ამის შესახებ საქართველოს პრე...
მტკიცედ მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“,...
ქართველო ხალხო, ეს თქვენი ბოლო პოზიციაა. თუ დღე...
Mana press