საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციური პარტიების ერთიანობის დეკლარაციას მხარს უჭერს.
როგორც სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე კლინიკა "ვივამედიდან" დისტანციურად ჩართვისას განაცხადა, უნდა შეიქმნას "ერთიანი, დიდი კოალიცია".
"ჩვენ უნდა შევქმნათ ერთიანი, დიდი კოალიცია, მაქსიმალურად ფართო რაც შესაძლებელია. ვუჭერ მხარს ერთიანობის დეკლარაციას, რომელზეც შეთანხმდნენ ოპოზიციური პარტიები ბრიუსელში და ვუჭერს მხარს ჩვენს წინსვლას ევროპისკენ. ნუ შეგვეშინდება პროვოკაციების, ნუ შეგვეშინდება ძალადობის, ნუ შეგვეშინდება საზიზღრობების იმიტომ, რომ ჩვენ აუცილებლად ყველაფერი გამოგვივა. ჩვენ გავიმარჯვებთ სახელოვნად, ამაში დარწმუნებული ვარ",- განაცხადა სააკაშვილმა დისტანციურად ჩართვისას.
ცნობისთვის, გუშინ, 25 ივნისს 6-მა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიამ გაავრცელა ერთობლივი განცხადება, რომლის მიხედვითაც, მათ ერთიანობის დეკლარაციას მოაწერეს ხელი. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, დეკლარაცია გულისხმობს ერთიანობას, როგორც საპარლამენტო არჩევნებამდე, ასევე არჩევნების შემდეგ. ერთობლივი განცხადების თანახმად, პარტიები ერთიანობის ყველაზე ეფექტურ კონფიგურაციაზე 8 ივლისამდე შეთანხმდებიან. დღეის მდგომარეობით, დეკლარაციას ხელს აწერენ შემდეგი პოლიტიკური პარტიები: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", "გირჩი- მეტი თავისუფლება", პარტია "ახალი", "ლელო", "დროა", "სტრატეგია აღმაშენებელი".
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press