Foto

ევროკავშირის ელჩები ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე შეთანხმდნენ

ევროკავშირის ელჩები ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე შეთანხმდნენ,- ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს ამჟამინდელი თავმჯდომარე ქვეყანა - ბელგია სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

ბელგიას არ დაუკონკრეტებია, რა ზომებს მოიცავს სანქციების ახალი პაკეტი.

"ეს პაკეტი გააძლიერებს ჩვენს ზომებს უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ, მათ შორის სანქციების გვერდის ავლაზე",- აღნიშნულია ბელგიის განცხადებაში.