ვითარების მცდარმა გათვლამ, შესაძლოა, გამოიწვიოს სრულმასშტაბიანი ომი ისრაელსა და ლიბანურ დაჯგუფება „ჰეზბოლას“ შორის,- ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა ლიბანში ვიზიტის დროს განაცხადა.
ბერბოკის თქმით, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად ყველა მხარემ უნდა ითანამშრომლოს.
"ყველა მხარემ უნდა ითანამშრომლოს სამხრეთ საზღვარზე დაძაბულობის განმუხტვისა და ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად, რაც აუცილებლად გამოიწვევს ცეცხლის შეწყვეტას სამხრეთში",- განაცხადა ბერბოკმა.
ცნობისთვის, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა ლიბანში ვიზიტის ფარგლებში, მოლაპარაკებები ლიბანის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელთან, ნაჯიბ მიქათისსა და საგარეო საქმეთა მინისტრთან, აბდალა ბუ ჰაბიბთან გამართა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press