რუსეთის საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისთვის მზადაა, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.
ზახაროვას თქმით, რუსეთი მხარს უჭერს საქართველოს ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზების ინტერესებს ემსახურება.
"ჩვენ კვლავაც გვჯერა, რომ ეს [ურთიერთობების ნორმალიზება] ჩვენი ორი ხალხის ინტერესებს აკმაყოფილებს... ჩვენ მხარს ვუჭერთ ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების ინტერესებს ემსახურება, ამ კონტექსტში მივესალმებით ხსენებულ ინიციატივას, ჩვენ მზად ვარ ამ გზით სვლისთვის", - განაცხადა ზახაროვამ.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press