ამ კრიტიკულად მნიშვნელოვან დროს თქვენი ლიდერობა გადამწყვეტი იქნება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელ X-ზე წერს და ალან ბერსეს ევროპის საბჭოს გენერალურ მდივნად არჩევას ულოცავს
ზურაბიშვილმა ევროსაბჭოს ყოფილ გენერალურ მდივანს, მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.
"ვულოცავ ალან ბერსეს ევროპის საბჭოს ახალ გენერალურ მდივნად არჩევას! წარმატებებს გისურვებთ თქვენს ახალ ამპლუაში, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების დაცვასა და მთელ ევროპაში დემოკრატიის ხელშეწყობაში. ამ კრიტიკულად მნიშვნელოვან დროს თქვენი ლიდერობა გადამწყვეტი იქნება. ქალბატონო ბურიჩ, გმადლობთ თქვენი გამორჩეული ლიდერობისა და ერთგულებისთვის!", - წერს ზურაბიშვილი X-ზე.
ამ ტიპის ბევრი რეზოლუცია გვინახავს, ამ რეზოლუცი...
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა...
ვღელავ საქართველოში ოპოზიციონერი ლიდერების ...
პოლონეთის საელჩო თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, ...
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ...
Mana press