გუშინ „ტვ პირველის“ ეთერში მოვისმინე ნიკა მელიას გამოსვლა, რომელიც, სამწუხაროდ, ერთი-ერთში იმეორებდა რუსული ოლიგარქიული რეჟიმის გზავნილსა და კლიშეებს, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" წერს.
როგორც სააკაშვილი წერს, მისი გუნდი არ ეგუება "უსამართლობას, იბრძვის და უსათუოდ გაიმარჯვებს".
„გუშინ „ტვ პირველის“ ეთერში მოვისმინე ნიკა მელიას გამოსვლა, რომელიც, სამწუხაროდ, ერთი-ერთში იმეორებდა რუსული ოლიგარქიული რეჟიმის გზავნილსა და კლიშეებს. სხვათა შორის, დღეს ე.წ. 7 ნოემბრის საქმეზე, „ეფესბეს“ აგენტ ფარცხალაძის მიერ შეკერილი და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სანქცირებული სასამართლო იმ ადამიანებთან ერთად მასამართლებს, რომლებზეც ნიკა მელია გუშინ მთელი ეთერის განმავლობაში „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნების მსგავსად საუბრობდა.
რაც შეეხება ჩემს გუნდს, ჩემი გუნდია ქართველი ხალხი, რომელიც არ ეგუება უსამართლობას, იბრძვის და უსათუოდ გაიმარჯვებს!
და ჩვენ შორის ვერავინ და ვერაფერი ჩადგება, მათ შორის ვერც ციხის გისოსები“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press