პუტინს ბაიდენისა და ტრამპის დებატების საყურებლად, მაღვიძარა არ დაუყენებია,- ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
პესკოვის თქმით, რუსეთში აშშ-ს შიდა პოლიტიკაზე კომენტარს არ გააკეთებენ, რადგან ქვეყანაში უფრო მნიშვნელოვანი საკითხებია, ვიდრე აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატების დებატები.
„არ მგონია, ელოდებოდეთ, რომ რუსეთის პრეზიდენტს შეეძლო მაღვიძარა დაეყენებინა, გაეღვიძა გამთენიისას და შეერთებული შტატების დებატებისთვის ეყურებინა? ბევრი საკითხი გვაქვს, რომლებიც ჩვენი ქვეყნისთვის არის ნამდვილად მნიშვნელოვანი და ჩვენთვის არის აქტუალური. ეს ის საკითხებია, რომლებითაც ჩვენი პრეზიდენტი არის დაკავებული. აშშ-ში დებატები ჩვენი დღის წესრიგის მთავარი საკითხი არ არის“, - განაცხადა პესკოვმა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press