გერმანია ინტენსიურად და პროდუქტიულად იმუშავებს აშშ-ის მომავალ მთავრობასთან, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპსა და მოქმედ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შორის გამართული დებატების შემდეგ განაცხადა.
როგორც ბერბოკი აღნიშნავს, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
„ჩვენ წარმოუდგენლად მჭიდროდ ვმუშაობთ აშშ-ის ამჟამინდელ ადმინისტრაციასთან, კანცლერი ოლაფ შოლცი თავის კოლეგასთან, აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან და მე, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჩემს კოლეგასთან ენტონი ბლინკენთან. ეს იყო ცენტრალური საკითხი იმ ბევრ კრიზისში, რომელიც დღეს განვიხილეთ. ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ასე რომ, ამ თვალსაზრისით და მომავლისკენ ხედვით, ჩვენ ვაპირებთ გავაგრძელოთ ინტენსიურ და პროდუქტიული თანამშრომლობას არა მხოლოდ ორმხრივ დონეზე, არამედ გეოპოლიტიკური ქარიშხლების ფონზე“, - განაცხადა ბერბოკმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press