Foto

რუსებმა დნიპროზე იერიში მიიტანეს - დაშავებულია 7 ადამიანი

რუსმა ოკუპანტებმა დნიპროზე იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 7 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას დნეპროპეტროვსკის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი ლისაკი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ლისაკის ცნობით, დაშავებულთა შორის 15 წლის ბიჭია. 

"ერთი ქალი ჰოსპიტალიზებულია, დანარჩენები ამბულატორიულ მკურნალობას გადიან",- წერს ლისაკი Telegram-ზე.

მისივე ინფორმაციით, იერიშის შედეგად საცხოვრებელ უბანში დაზიანდა მაღაზიის შენობა, კერძო სახლებსა და კორპუსებში ფანჯრების მინები ჩაიმსხვრა.