უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა [SBU] გამოავლინა და დააკავა ჯგუფი, რომლებიც კიევში, მასშტაბურ არეულობებსა და პროვოკაციებს გეგმავდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის უსაფრთხოების სამსახური Telegram-ზე ავრცელებს.
გამოძიების ინფორმაციით, ჯგუფს 2015 წლიდან ანტიუკრაინული ქმედებებით ცნობილი საზოგადოებრივი ორგანიზაციის თანადამფუძნებელი ხელმძღვანელობდა.
ორგანიზაცია უკრაინის ამჟამინდელი სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობის „ხელისუფლებიდან ჩამოშორებას“ გეგმავდნენ.
"ამ გზით ისინი იმედოვნებდნენ, რომ შეარყევდნენ ჩვენს ქვეყანაში არსებულ სოციალურ და პოლიტიკურ ვითარებას, რაც რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ იმუშავებდა", - აცხადებენ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში.
გამოძიება დაკავებულების წინააღმდეგ კონსტიტუციური წესრიგის ძალადობრივი შეცვლის, დამხობის ან სახელმწიფო ხელისუფლების ხელში ჩაგდების მუხლით დაიწყო და მათ 10 წლიანი პატიმრობა ემუქრებათ.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press