Foto

ზელენსკი უნგრეთს ევროპული საბჭოს თავმჯდომარეობას ულოცავს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი უნგრეთს ევროპული საბჭოს თავმჯდომარეობას ულოცავს.

როგორც ზელენსკი აღნიშავს, ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე უკრაინა მზადაა შეუერთდეს ამ ძალისხმევას და წვლილი ევროპის გაძლიერებაში.

„ვულოცავ უნგრეთს ევროკავშირის თავმჯდომარეობის [პერიოდის] დაწყებას. ვუსურვებ უნგრეთს [თავმჯდომარეობისას] წარმატებებს ჩვენი საერთო ევროპული ღირებულებების, მიზნებისა და ინტერესების წინ წაწევაში. ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე უკრაინა მზადაა შეუერთდეს ამ ძალისხმევას და წვლილი შეიტანოს ჩვენი ევროპის გაძლიერებაში“, - წერს უკრაინის პრეზიდენტი X-ზე.