საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები გერმანიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატიდან სამშობლოში დაბრუნდა.
თვითმფრინავი, რომელშიც ფეხბურთელები იმყოფებოდნენ, შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს, 2 ივლისს 09:15 საათზე დაეშვა.
ეროვნული ნაკრების წევრებს აეროპორტში გულშემატკივრები ოვაციებით დახვდნენ.
აღსანიშნავია, რომ დღეს, 21:30 საათზე სადებიუტო ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნებული საფეხბურთო ნაკრები, მიხეილ მესხის სტადიონიდან, ღია ავტობუსით თავისუფლების მოედნისკენ მსვლელობას გამართავს.
ეროვნული ნაკრების მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ავტობუსი ჭავჭავაძის, მელიქიშვილის და რუსთაველის გამზირის მიმართულებით იმოძრავებს, საბოლოო დანიშნულების ადგილი კი, თავისუფლების მოედანი იქნება.
22:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე ეროვნული გუნდის წევრებთან შეხვედრის ცერემონია გაიმართება.
ქართველი ლიტერატურათმცოდნე, მწერალი, ესეისტი, &...
16 მაისამდე საქართველოში სეტყვა და ქარია მოსალო...
ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქ...
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამა...
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქართვ...
Mana press