Foto

პოლონეთი და გერმანია თავდაცვითი შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ

ვარშავაში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე პოლონეთი და გერმანია თავდაცვითი შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

პრესკონფერენციაზე ლიდერებმა აღნიშნეს, რომ ისინი ევროკავშირის გარე საზღვრებისა და ევროპის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების მიზნით ითანამშრომლებენ.

ბერლინი და ვარშავა ერთმანეთის თავდაცვითი შესაძლებლობების გაერთიანებისა და კოორდინირების გზით, მოწინავე პოზიციას დაიკავებენ ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის დაცვაში.