რაგბზე დასწრების მსურველთათვის ბათუმის მიმართულებით დამატებითი მატარებელი იმოძრავებს. ამის შესახებ ინფორმაციას "საქართველოს რკინიგზა" ავრცელებს.
მათი ცნობით, 4 და 5 ივლისს, თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით ორ რეისი დაემატება.
"მგზავრების თხოვნის გათვალისწინებით, "საქართველოს რკინიგზა", რაგბზე დასწრების მსურველთათვის, 4 და 5 ივლისს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით ორ რეისს ამატებს:
ბილეთების შეძენა შესაძლებელია:
- ჩვენი ვებგვერდის საშუალებით: https://ticket.railway.ge/
- სწრაფი გადახდის აპარატებით,
- საქართველოს რკინიგზის სალაროებში,
- საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით",- აღნიშნულია "საქართველოს რკინიგზის" ინფორმაციაში.