Foto

რუსებმა დნიპროზე თავდასხმა განახორციელეს - არიან დაღუპულები და დაშავებულები

რუსებმა დღეს დილით დნიპროზე თავდასხმა განხორციელეს, რის შედეგადაც დაიღუპა 4 და დაშავდა 27 მშვიდობიანი მოქალაქე. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, ქალაქში 10-მდე აფთქება მოხდა, აფეთქების პირველი ხმა კი, 08:45 საათზე გაისმა.

იერიშის შედეგად, სამედიცინო დაწესებულებასთან ხანძარი გაჩნდა, ასევე, ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრი დაზიანდა.

ადგილობრივი "ტელეგრამის არხის" ცნობით, რუსებმა აღნიშნული სავაჭრო ცენტრი ექვს თვეზე ცოტა მეტი ხნის განმავლობაში მეორედ დაბომბეს.