უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინასა და რუსეთს შორის მის მიერ შეთავაზებული „ზავი“ უარყო. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
როგორც უკრაინული მედია წერს, რუსეთის სამთავრობო მედიის ჟურნალისტთან ინტერვიუში, ვიქტორ ორბანმა დაადასტურა, რომ ზელენსკიმ უარყო მისი იდეა სასწარაფო ზავის შესახებ.
ორბანის თქმით, ზელენსკიმ განაცხადა, რომ ეჭვი ეპარება შეთავაზებული გეგმის ლოგიკაში და არ უჭერს მხარს, რადგან უკრაინას რუსეთთან ზავის მცდელობის ცუდი გამოცდილება აქვს და აღნიშნა, რომ შეთავაზებული გეგმა "უკრაინისთვის არ იყო კარგი".
შეგახსენებთ, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკების დროს, სასწრაფო ზავის იდეა კიევში ვიზიტისას წარუდგინა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press