ამ რეზოლუციაში მოხვდა მთელი რიგი გაუგებარი ჩანაწერები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ეუთოს რეზოლუციას ეხებოდა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, მომხდარი ფაქტი ძალიან დასანანი და სამწუხაროა.
"ამ რეზოლუციაში მოხვდა მთელი რიგი გაუგებარი ჩანაწერები, რაც ძალიან დასანანია, ძალიან სამწუხაროა, თუმცა ეს არის არსებული მოცემულობა და ამის იქით არ მინდა სიღრმეში შევიდე", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ 3 ივლისს დეკლარაცია მიიღო, სადაც საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონია გაკრიტიკებული.
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
Mana press