ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჩრდილოეთ კალიფორნიაში მასშტაბური ტყის ხანძრის გამო, 25 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას "დოიჩე ველე" ავრცელებს.
მედიის ცნობით, ხანძარი შტატის დედაქალაქ საკრამენტოს მახლობლად, ოროვილის დასახლების სიახლოვეს, ტყის მასივებზეა გავრცელებული და ამ დროისთვის ცეცხლმა 1 200-ზე მეტი ჰექტარის ფართობი მოიცვა.
მედიის ინფორმაციითვე, მეხანძრეებმა ოროვილის ზოგიერთ რაიონში ხანძრის ლოკალიზება შეძლეს და ახლა ისინი ცდილობენ, ცეცხლს ჩრდილოეთით გავრცელების საშუალება არ მისცენ.
სინოპტიკოსები უახლოეს დღეებში ჰაერის ტემპერატურის 46 გრადუს ცელსიუსამდე გაზრდას პროგნოზირებენ.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press