„ნაციონალური მოძრაობა“ სხვადასხვა სუბიექტებთან ერთად ემზადება გადამწყვეტი ბრძოლისთვის - 26 ოქტომბერს ივანიშვილის ხელისუფლება უნდა გავისტუმროთ სახლში,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
ხაბეიშვილის თქმით, პარტია 8 ივლისს "მნიშვნელოვან საკითხებს" გადაწყვეტს.
„დაპირებისამებრ, უახლოეს დღეებში იქნება ყრილობა მოწვეული, სადაც ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს გადავწყვეტთ და რაც მთავარია, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ სხვადასხვა სუბიექტებთან ერთად, ვგულისხმობ, რომ დიდ ერთობაში ემზადება გადამწყვეტი ბრძოლისთვის, ამიტომ, დღეს შეიკრიბა პოლიტიკური საბჭო, რომელიც 8-ში, ყრილობაზე კონკრეტულ გადაწყვეტილებებს დაამტკიცებს და შესაბამისად, ჩვენ მზად ვართ გადამწყვეტი ბრძოლისთვის ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ.
უახლოეს დღეებში თქვენ და საზოგადოებას ეს ინფორმაცია ექნება და შესაბამისად, მე დარწმუნებული ვარ, რომ დიდ ერთობაში „ნაციონალური მოძრაობა“ აუცილებლად შეძლებს ივანიშვილის ხელისუფლების დამარცხებას. ჩვენ ვემზადებით გადამწყვეტი ბრძოლისთვის, სწორედ ამიტომ იყო დღეს პოლიტიკური საბჭო, ამიტომ ჩავატარებთ 8-ში ყრილობას იმისთვის, რომ არცერთი დღე და არცერთი საათი არ დაიკარგოს",- თქვა ხაბეიშვილმა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press