Foto

კულება - ომში ვითარების შესაცვლელად რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმების ნებართვა და მეტი საბრძოლო მასალა გვჭირდება

ომში ვითარების შესაცვლელად რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმების ნებართვა და მეტი საბრძოლო მასალა გვჭირდება, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა.

როგორც კულებამ აღნიშნა, უკრაინული მხარე იღებს გადაწყვეტილებებს, რათა შეიცვალოს ტენდენციები ფრონტზე, თუმცა არსებობს ორი ძირითადი გადაწყვეტილება, რომელიც უკრაინის პარტნიორებმა უნდა მიიღონ.

„უპირველეს ყოვლისა, აღვნიშნავ უკრაინის საზღვრებს გარეთ დასავლური იარაღის გამოყენების ნებართვას რუსული სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ“, - განაცხადა კულებამ.